- Advertisement -

ომბუდსმენი: საპატიმროს დეესკალაციის ოთახში ტუალეტის ნიჟარა კამერების ხედვის არეალშია

557

ომბუდსმენი დადებითად აფასებს პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში განხორცილებულ ცვლილებებს, რომლითაც დეესკალაციის ოთახში პატიმრის მოთავსების მაქსიმალურ ვადად 72 საათი განისაზღვრა. თუმცა, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, დაფიქსირდა ერთეული შემთხვევები, როდესაც პატიმრები აღნიშნულ ოთახებში მოთავსებული იყვნენ 20-დან 36- დღემდე ხანგრძლივობით.აქვე ანგარიშში აღნიშნულია, რომ კვლავაც უცვლელია სახალხო დამცველის რეკომენდაცია, დეესკალაციის ოთახში პატიმრის მოთავსების მაქსიმალურ ვადად განისაზღვროს 24 საათი.

ომბუდსმენი ანგარიშში ასევე განმარტავს, რომ დეესკალაციის ოთახებში არსებული გარემო და პირობები არ არის უსაფრთხო და არ არის მოწყობილი იმგვარად, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი თვითდაზიანების რისკი.

"აღნიშნულ ოთახებში მეთვალყურეობის სისტემები ისეა დამონტაჟებული, რომ ტუალეტის ნიჟარა მოქცეულია ვიდეოკამერების ხედვის არეალში. დეესკალაციის ოთახებში მყოფ პატიმრებს არ ეძლევათ მაღაზიით, სატელეფონო ზარით, პირადი მიმოწერით და პაემნით სარგებლობის უფლება. დეესკალაციის ოთახში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების დირექტორი და არ ხდება ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, სოციალური მუშაკის, ექიმის და დაწესებულების სხვა სამსახურების თანამშრომლების ერთობლივი, მულტიდისციპლინური მუშაობა და ჩარევა, ზემოხსენებული რისკების შემცირების/აღმოფხვრის მიზნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, პატიმრებს აქვთ განცდა, რომ დეესკალაციის ოთახი მათ დასასჯელად გამოიყენება",-აღნიშნულია ომბუდსმენის საპარლამენტო ანგარიშში. 

Comments
Loading...