- Advertisement -

ომბუდსმენი: უკანონო თვალთვალის საქმეებზე გამოძიება ბოლომდე არაა მისული და ეს პრობლემაა

633

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანში არსებულმა მძიმე მემკვიდერეობამ ფარული თვალთვალის კუთხით მოსახლეობას გაუჩინა განცდა, რომ მათ უსმენენ. ომბუდსმენი აცხადებს, რომ ამ ფაქტებზე გამოძიება არაეფექტურია. 

"ის მემკვიდრეობა რომელიც არსებობს საზოგადოებას რა თქმა უნდა უფრო მეტად არის გამყარებული რწმენა, რომ მათ უსმენენ, ამიტომაც იმის გათვალისწინებით, რომ ასეთ ფაქტებს ნამდვილად ჰქონდა ადგილი, ათეულობით ათასი ვიდეო აუდიო და ფოტო მასალებთან დაკავშირებით კვლავ მიმდინარეობს გამოძიება პროკურატურაში, თუმცა ამ საქმეების გამოძიება ბოლომდე არ არის მისული და მე ვფიქრობ, ეს არის პრობლემა. როცა ათეულობით ასეთი კონკრეტული ფაქტია არსებობს მტკიცებულებები, გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ ერთეული შემთხვევის გარდა არ არის დასრულებული. რამდენად არის ეფექტური გამოძიება, როცა ის დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება, ეს არის პრობლემა, თუმცა იყო რამდენიმე ისეთი ფაქტი, რაზეც გამოძიება არ დაიწყო და ამაზეც არის ანგარიშში საუაბრი. 

იმ ფონზე როცა ქვეყანაში ასეთი სისტემური დარღვევები ხდებოდა, დაუსჯელობის სინდრომის აღმოფხვრა უნდა მოხდეს სწორედ გამოძიებით, უნდა მოხდეს ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას, უნდა დაისაჯონ კონკრეტული დამნაშავეები და ეს იქნებოდა ალბათ ყველაზე მნიშნელოვანი პრევენცია, რომ მომავალში მსგავსი რამ არ განმეორდეს",-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 

Comments
Loading...