- Advertisement -

ომბუდსმენი: ძალაუფლების გადამეტების ფაქტები დამოუკიდებელმა ორგანომ უნდა გამოიძიოს

477

ომბუდსმენის განცხადებით ძალაუფლების გადამეტების ფაქტების რეალური გამოძიება არ ხორციელდება. უჩა ნანუაშვილი პრობლემის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ აუცილებელია დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო შეიქმნას. 

"გამოძიების არაეფექტურობაზე ვსაუბრობთ ჩვენ, მინდა ხაზი გავუსვა, რომ აქ არ არის საუბარი სისტემურ პრობლემებზე, აქ არის საუბარი იმაზე, რომ ბევრი რაოდენობის არის ასეთი ფაქტები და რა თქმა უნდა, ამ კუთხით არის გაუმჯობესება, მაგრამ ჩვენთვის საგანგაშოა ის 10, 20 ან 30 ფაქტი წლის განმავლობაში, რომელიც არის დოკუმენტირებული კარგად, როცა პოლიციელმა, სასჯელაღსრულების წარმოამდგენელმა ძალას გადაამეტა. რეალურად არ ხდება ასეთი ფაქტების გამოძიება. არაეფქტური გამოძიების კუთხით სერიოზული პრობლემები. ამიტომ არის მნიშვნელოვანი არსებობდეს ქვეყანაში ინსტიტუციურად დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც მოახდენს ასეთი ფაქტების გამოძიებას. მე იმედი მაქვს, ის კანონპროექტი რომელიც ასევე მომზადებულია არასამთავრობო და საერთაშრისო ორგანიზაციების მხრიდან, სულ მალე იხილავს დღის სინათლეს და პარლამენტი განიხილავს, იმედი მაქვს დევნის ფუნქციით აღჭურვილი საგამოძიებო მექანიზმი შეიქმნება უახლოეს ხანებში",-განაცხადა ომბუდსმენმა. 

Comments
Loading...