- Advertisement -

ომბუდსმენი: 2016 წელს მშობელი 1278 არასრულწლოვანი გახდა

502

2016 წელს სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეების ანალიზიდან იკვეთება, რომ შემცირდა ფაქტობრივი თანაცხოვრების შემთხვევები, თუმცა გაიზარდა ნიშნობების მაჩვენებელი, რაც არანაკლებ ზღუდავს არასრულწლოვანთა უფლებებს და უარყოფით ასახვას ჰპოვებს არასრულწლოვანთა განვითარების, განათლების მიღების და თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობაზე,-ამის შესახებ ომბუდსმენის ანგარიშშია აღნიშნული. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად 2015 წელს 611 არასრულწლოვანი პირის ქორწინება დარეგისტრირდა, ხოლო 2016 წელს მხოლოდ 5.

"აღნიშნული კლება სახალხო დამცველის ინიციატივით სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილების შედეგია, რაც პირდაპირი მაგალითია იმისა, რომ არსებობს გენდერული საკითხები, რომელთა რეგულირებაშიც სახელმწიფომ შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. 2015 წელთან შედარებით მცირედ, მაგრამ მაინც ნაკლებია ბავშვის რეგისტრაციის მომენტში არასრულწლოვანი მშობლების რაოდენობა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში 1449-დან 1278-მდე შემცირდა.სამწუხაროდ, ტენდენცია, რომ ბავშვის დაბადებისას არასრულწლოვანი მშობლების რიცხვი მკვეთრად აღემატება ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებულ მონაცემებს, 2016 წელსაც შენარჩუნებულია",-აღნიშნულია ომბუდსმენის ანგარიშში. 

Comments
Loading...