- Advertisement -

ოპოზიციის წარმომადგენლებმა საკრებულოში შესვლა სცადეს

364

"ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა საკრებულოს შენობაში შესვლა სცადეს, თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა.

ოპოზიცია მოითხოვს, რომ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დასწრების უფლება მიეცეთ, რომელიც 14:00 საათზეა ჩანიშნული.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა, რომ საკრებულოს დღევანდელ სხდომას დაესწრებიან მხოლოდ საკრებულოს წევრები, თანამშრომლები და მედია.

Comments
Loading...