- Advertisement -

ორჭოსნის მონაკვეთზე რუსმა სამხედროებმა ე.წ ხანძარსაწინააღმდეგო ხნული გაავლეს

430

ახალგორის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებული ორჭონის მონაკვეთზე რუსმა სამხედროებმა ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნული გაავლეს. ინფორმაციას "აიპრესს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უდასტურებს.

"ჩვენი შეფასებით, აღნიშნული ქმედება არის ე.წ ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელება, რომელიც ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და მიზანიმამრთულად აზიანებს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნული საკითხი დადგება ერგნეთის IPRM-ის მომავალ შეხვედრაზე", – განუცხადეს "აიპრესს" სუს-ში. 

Comments
Loading...