- Advertisement -

ოქრიაშვილი: კენჭისყრა იმიტომ გადაიდო, რომ ჩემი კოლეგები კიდევ ერთხელ დატუქსონ

14

კახა ოქრიაშვილის თქმით, დღეს, პარლამენტმა, 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კენჭისყრა მეორეთ იმ მიზნით გადადო რომ მისი კოლეგები დატუქსონ.
“მსურდა დღეს ყოფილიყო კენჭისყრა, სადაც გაწყდებოდა, იქ გაწყვეტილიყო. აშკარაა, რომ 30 ადამიანზე მეტი არ უჭერს მხარს ამ მოძველებულ სისტემას. არ ვიცი, რა იქნება ხვალ. შემიძლია ვთქვა, რომ მე მხარს ხვალაც არ დავუჭერ. სხვები არ ვიცი რას იზამენ“,-ამბობს ოქრიაშვილი.
უმრავლესობის ინიციატივას მხარს არ უჭერს რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატი, მათ შორის დიმიტრი ხუნდაძე და ირაკლი შიოლაშვილი.
როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კითხვები აქვს. მან არ გამორიცხა, რომ თუ კითხვებზე პასუხს ვერ მიიღებს, უმრავლესობა დატოვოს.
The post ოქრიაშვილი: კენჭისყრა იმიტომ გადაიდო, რომ ჩემი კოლეგები კიდევ ერთხელ დატუქსონ appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...