- Advertisement -

”ოცნებამ” ოზურგეთში საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

644

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ოზურგეთის ორგანიზაციის პარტიული სიის მესამე ნომრად “ქართულმა ოცნებამ“ ამავე პარტიის ოზურგეთის ორგანიზაციის საარჩევნო კორდინატორი მარიკა ჩხიკვიშვილი წარადგინა.

მარიკა ჩხიკვიშვილი, რომელიც პროფესიით იურისტია ახალი მოწვევის საკრებულოში ქალთა უფლებს და ინტერესებს დაიცავს.

ჩხიკვიშვილი საზოგადოებამ გაიცნო, როგორც მაღალი პასუხისმგებლობისა და ძლიერი ხასიათის მქონე პიროვნება. იგი საზოგადოებაში მაღალი რეპუტაციით და ავტორიტეტით სარგებლობს.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მარიკა ჩხიკვიშვილი „ქართული ოცნების“ ოზურგეთის ორგანიზაციას საარჩევნო სპეციალისტის პოსტს იკავებდა.

მარიკა ჩხიკვიშვილს ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

ასევე, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ოზურგეთის ორგანიზაციის პარტიული სიის პირველ ხუთეულში ამავე პარტიის ოზურგეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონალური სამსახურის თავმჯდომარე ქეთი ვასაძე წარადგინეს.

ქეთი ვასაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოში ახალგაზრდების ხმა და მათი ინტერესების დამცველი იქნება.

ვასაძე 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობისა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს „ქართული ოცნების“ ოზურგეთის ახალგაზრდულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა.

Comments
Loading...