- Advertisement -

“ოცნების” თიანეთის მერობის კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი: მე გამარჯვებული ვარ

521

ამ წუთებში მცხეთის რაიონულ სასამართლოში, "ერთიანი საქართველოსთვის" თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაურის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, სადაც კანდიდატის ინტერესებს საია იცავს.

თუმცა, "ტვპირველთან" "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თიანეთის მერობის კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი, თიანეთის №20 საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრას აფასებს და აცხადებს, ის გამარჯვებულია.

"მე, ვთლი რომ მე გამარჯვებული ვარ. რაც მოხდა არჩევნების საღამოს ეს იყო ძალიან ბუნებრივი პროცესები. როდესაც მიმდინარეონდა ეს არჩევნები ეს გახლდათ ბოლო უბანი, სადაც ხმების დათვლა მიდიოდა გახანგრძლივებული პერიოდი, რადგან შიგნით თვლის დროს იყო დაპირისპირება ორივე მხარეს შორის.

მართალია უბანზე არ დაფიქსირებულა საჩივარი, იმიტომ რომ არ დაძაბულიყო როგორც შიგნით ისე გარეთ… გულშემატკივრების სიმრავლე იყო უბნებს გარეთ და ამიტომ, ჩვენ გამოვიყენეთ ჩვენი სამართლებრივი უფლება იმისა, რომ საოლქოში დაგვეწერა საჩივარი, რომელიც განიხილა და მართალი აღმოჩნდა ეჭვი იმის თაობაზე, რომ ჩვენმა წარმომადგენელმა უბნის დახურვის შემდეგ გამოიტანა ინფორმაცია, თითქოს ბათილ ბიულეტენებში იყო რაღაც საეჭვო და გადასახედი, ხელმეორედ დასათვლელი…

ბუნებრივად ეს ყველაფერი გამოვლინდება სასამართლოზე. ჩვენ ვალდებული ვართ ჩვენი მოქალაქეების ხმები დავიცვათ. ჩვენ გაგვაჩნდა უფლება, დაიწერა საჩივარი, შევიდა საოლქოში, საოლქომ აბსოლუტური წესების დაცვით, რომლის განხილვასაც ესწრებოდ საოლქო კომისიის მთელი შემადგენლობა, მათ შორის ოპოზიციისა და მეჭიაურის წარმომადგენლები. დაითვალა 24-ვე ბიულეტენი და ბათილათ ცნობილი 5 ბიულიტენიდან ნამდვილად მიიჩნიეს. ყველა წესის დაცვით განკარგულებაც დაიწერა.

აქ კითხვა იმაშია, რატომ იყო ის ბიულეტინები ბათილად ცნობილი? ეჭვი იყო და ჩვენ გვქონდა ამის უფლება, რომ ეჭვი გადაგვემოწმებინა, შესაძლოა მცდარი ყოფილიყო ჩვენი ეჭვი და არც ეს იყო ქვეყნის დაქცევა", – განაცხადა ლელა ქიტესაშვილმა.

ცნობისთის, "ერთიანი საქართველოსთვის" თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური "ქართულ ოცნებას" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევების გაყალბებაში ადანაშაულებს.

თიანეთის მერობისთვის ბრძოლაში ''ქართული ოცნების'' კანდიდატმა ლელა ქიტესაშვილმა თამაზ მეჭიაურს 4 ხმით გადაასწრო.

თამაზ მეჭიაურს, რომელიც ადრე სწორედ ''ქართული ოცნების'' წევრი იყო, 3077 ხმა აქვს, რაც ხმების 49,97 %-ს შეადგენს, ხოლო ''ქართული ოცნების'' კანდიდატს – 3081 და შესაბამისად, 50, 03 %.

შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, თამაზ მეჭიაური თიანეთის მერის არჩევნებს იგებდა. მას ხმების 50.01% ჰქონდა.

როგორც მეჭიაურმა "აიპრესს" განუცხადა, თიანეთის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ უბანში, სადაც ბიულეტენები გაბათილებულად სცნეს, საუბნო კომისიამ თავიდან დაითვალა და აღმოჩნდა, რომ ის მისი კონკურენტის, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის ლელა ქიტესაშვილის მხარდამჭერი იყო.

თამაზ მეჭიაურის თქმით, აღნიშნული ბიულეტენების თავიდან დათვლის პროცესს, მისი წარმომადგნლები არ დაასწრეს.

"მოგეხსენებათ, ეს გადათვლა ჩატარდა სამჯერ, 13 კაცის მიერ და ახლა წარმოიდგინეთ რამდენად ცინიკურია კომისიის თავმჯდომარის განცხადება, როცა იტყვის, რომ შეცდომის დაშვების უფლება ჩვენც გვაქვსო. 13 კაცს ერთდროულად როგორ შეიძლებოდა შეშლოდა, 3ჯერ გადათვლის დროს ბიულეტინების ვარგისიანობა?!

ეს პირდაპირ იძლევა იმის საფუძველს, რომ ეს არის დანაშაული და არა უბრალოდ გადაცდომა, რომელმაც აბსოლუტურად იქონია გავლენა შედეგზე, ფაქტობრივად მათ უნდათ, მიიტაცონ 4 წლით მმართველობა სრულიად დაუმსახურებლად.

Comments
Loading...