- Advertisement -

“ოცნების” 40 000 ლარის შემომწირველი შპს-ს მფლობელმა 2012 წელს 60 000 “ნაცმოძრაობას” შესწირა

428

მიმდინარე წლის 3 აგვისტოს იურიდიულმა პირმა, შპს არალიმ "ქართულ ოცნებას" 40 000 ლარი შესწირა, ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი.

ამ ინფორმაციაში თითქოს არაფერია განსაკუთრებული, თუმცა ინფორმაციის ძიებისას ერთი მნიშვნელოვანი დეტალი აშკარად თვალში საცემია. აღნიშნული შპს-ს მფლობელი 2012 წელს "ნაციონალური მოძრაობის" შემომწირველი იყო.

იურიდიული პირი, შპს არალი ახალციხეში, აბასთუმნის გზატკეცილზეა რეგისტრირებული. საჯარო რეესტრის მოანაცემების მიხედვით, მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ოთარი თათეშვილია, რომელსაც 2012 წლის 18 ივლისს 60 000 ლარი "ნაციონალური მოძრაობისთვის" აქვს შეწირული. ეს ინფორმაცია ისევ ინახება საერთაშორისო გამჭვირვალობის არქივში. "ოცნების" შემომწირველი შპს-ს დირექტორისა და 2012 წელს "ნაცმოძრაობის" შემომწირველის არა მხოლოდ სახელი და გვარი ემთხვევა, არამედ პირადი ნომერიც.

აუდიტის სამსახურის სრულ ანგარიშზე შეგიძლიათ გადახვიდეთ მოცემული ბმულიდან.

Comments
Loading...