- Advertisement -

ოხანაშვილი: ანა დოლიძე ტყუის და უკადრისობს აივანზე დაჯდომას

18

“ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე ყოფილა მოსული პარლამენტში და თავის სოცქსელში დაპოსტა, თითქოს მან მოგვმართა და ჩვენ დარბაზში არ შემოვუშვით, რაც არის ტყუილი. და უხერხულია უმაღლესი საბჭოს მხრიდან ასეთი ტყუილის გავრცელება და ტირაჟირება. ასეთი რამ არ მომხდარა. დარბაზი განკუთვნილია პარლამენტის წევრებისთვის, მედიის წარმომადგენლებისთვის, საერთაშორისო დამკვირვებლებისათავის და ადგილები გადანაწილებულია. თუკი ვინმეს აქვს დასწრების სურვილი და ადგილები არ გვაქვს თავისუფალი, ვთავაზობთ დარბაზში, აივანზე დასწრების უფლებას. ანა დოლიძესაც შევთავაზეთ აივანზე დასწრება და როგორც ჩანს იუკადრისა მოქალაქეებთან ერთად დაჯდომა. ძალიან უხერხულია საბჭოს წევრის მხრიდან, რომ მოქალაქეების გვერდით დაჯდომას უკადრისობ.”-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
​შეგახსენებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გიორგი მიაქუტაძეს უსმენენ, რომელსაც შეკითხვებს დეპუტატები უსვამენ.
The post ოხანაშვილი: ანა დოლიძე ტყუის და უკადრისობს აივანზე დაჯდომას appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...