- Advertisement -

ოხანაშვილი ბოკუჩავას: ქალბატონო თინა, თქვენი ოხუნჯობისთვის არ მცალია

44

“თქვენგან რაღაც ვრცელი მონოლოგი მოვისმინე ოპოზიციის მონაწილეობასთან დაკავშირებით სხდომაზე, აი ამ წუთას რამდენი წევრი ესწრება განხილვას საპარლამენტო უმრავლესობიდან? აქ არ ვსხედვართ იმისთვის, რომ თქვენი დიდაქტიკური საუბრები მოვისმინოთ.
ახლა აქ ნული დეპუტატია „ქართული ოცნებიდან“, მესმის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჩამოგეშალათ, მაგრამ მთლიანად რამდენი დეპუტატია, ან რამდენია კომიტეტზე. ჩვენ სულ შვიდი დეპუტატი ვართ ფრაქციაში, აქედან ერთი თქვენივე სიტყვებით რომ ვთქვათ სახლში ჩააგდო ბიძინა ივანიშვილმა, როცა ფრაქცია პატარაა, დეპუტატებს აქვთ შესაძლებლობა დასვან კითხვა და გავიდნენ.
ასე რომ, თქვენი ცინიკური ღიმილი მიუღებელია. თქვენ არ გაქვთ ბერკეტი, რომ საკუთარი უმრავლესობის წევრები სხდომაზე შემოიყვანოთ“, – მიმართა თინა ბოკუჩავამ ანრი ოხანაშვილს.
უმრავლესობის წევრმა ბოკუჩავას უპასუხა, რომ სხდომას ის და დეპუტატი რატი იონათამიშვილი ესწრებიან იურდიულ საკითხთა კომიტეტიდან.
„ქალბატონო თინა, აქ არ ვზივარ იმისთვის, რომ თქვენ შეკითხვებს ვუპასუხო. ან გააგრძელეთ ინტერვიუ კანდიდატთან ან დავასრულოთ. თქვენი ოხუნჯობისთვის არ მცალია“,- მიმართა ბოკუჩავას ოხანაშვილმა.
„ბატონო ანრი, თქვენ გგონიათ ოხუნჯობა, რომ პარლამენტის წევრები მხოლოდ თითის დასაჭერად შედიან სხდომაზე და მუშა პროცესში საკუთარ როლს ვერ ხედავენ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
The post ოხანაშვილი ბოკუჩავას: ქალბატონო თინა, თქვენი ოხუნჯობისთვის არ მცალია appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...