- Advertisement -

ოხანაშვილი გოცირიძეს: რა გჭირთ, როგორ იქცევით? აქამდე კონსტრუქციულად იქცეოდით და რა დაგემართათ?

13

რომან გოცირიძემ ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც კითხვების დასასმელად მისთვის გამოყოფილი დრო ამოიწურა, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა მას მიკროფონი გაუთიშა.
მან მოსამართლეობის კანდიდატს ჰკითხა, ეთანხმება თუ არა მოსაზრებას, რომ ქართული სუფრა უფრო დიდი მონაპოვარია, ვიდრე კოსმოსური ხომალდი ან ინტერნეტი.
ამასთან, მან კანდიდატს შეახსენა, რომ თუკი არ ეთანხმება ის ამას ინანებს, რადგან ეს მოსაზრება ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. ამის შემდეგ ანრი ოხანაშვილმა მას მიკროფონი გაუთიშა და მიუთითა, რომ ის ჯერ შალვა თადუმაძეს ეპატიჟებოდა რესტორანში და ახლა ამ განცხადებას აკეთებს. ოხანაშვილის თქმით, ჩანს, რომ რომან გოცირიძე ქართულ სუფრას პატივს არ სცემს.
„ბატონმა ანრიმ დაიცვა შალვა თადუმაძე, მისაყვედურა, რომ სუფრას პატივს არ ვცემ და უდიერად მოვიხსენიე სახინკლე. მეგობრებო, ვერ ვიპოვე თადუმაძის ვერც ერთი კურსელი. ამიტომ ახლა მივმართავ თადუმაძის ლექტორებს. თუ ერთი ლექტორი მაინც გამოჩნდება, ვინც მას ასწავლიდა, მთაწმინდის რესტორანში ვეპატიჟები. კურსელები ვერ მოვძებნეთ, ლექტორები გამოგვეხმაურეთ,”- განაცხადა რომან გოცირიძემ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა მას თავშეკავებისკენ მოუწოდა.
„რა გჭირთ, როგორ იქცევით? აქამდე კონსტრუქციულად იქცეოდით და ახლა რა დაგემართათ? ოხუნჯობის ხასიათზე რამ დაგაყენათ?” – მიმართა ოხანაშვილმა გოცირიძეს.
The post ოხანაშვილი გოცირიძეს: რა გჭირთ, როგორ იქცევით? აქამდე კონსტრუქციულად იქცეოდით და რა დაგემართათ? appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...