- Advertisement -

ოხანაშვილი: ვიფიქროთ, დავაინიციროთ პროექტი ოპოზიციის რაციონალურობის შესწავლასთან დაკავშირებით

5

„მგონია, რომ სერიოზული კომენტარის გაკეთებას ამასთან დაკავშირებით უკვე თავი უნდა დავანებოთ. მართლა ყოველგვარ ზღვარს სცდება და აღნიშნულს სერიოზულობით ვეღარ მოვეკიდებით. ალბათ, ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ, დავაინიციროთ პროექტი ოპოზიციის, ამ შემთხვევაში „ევროპული საქართველოს“ რაციონალურობის შესწავლასთან დაკავშირებით, რადგან ეს ხალხი მგონია, რომ პარლამენტში არ გრძნობს თავს, ეს ხალხი უკვე გასცდა სერიოზულობის, რაციონალურობის ფარგლებს და ერთადერთი, რითიც მანიპულირებენ, დღის წესრიგის შექმნაა, რომ რაიმე ფორმით დღის წესრიგში იყვნენ”- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთ მოთხოვნაზე, მეუფე იაკობის განცხადებებთან დაკავშირებით, შეიქმნას საგამოძიებო კომისია, ანრი ოხანაშილმა აღნიშნა, რომ მათ მიერ შეთავაზებული იდეები არარაციონალურია.
„კანონშემოქმედებით საქმიანობაში, რაიმე რაციონალური იდეების შემოთავაზებაში ისინი არ არიან ჩართული, ერთადერთი, რაც აფიქრებთ, მათ ირგვლივ დღის წესრიგის შექმნაა. ხვდებიან, რომ მათ მიმართ საზოგადოების არანაირი პიზიტიური განწყობა არ არსებობს, ალბათ ნულს ქვემოთ რეიტინგი აქვთ“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
The post ოხანაშვილი: ვიფიქროთ, დავაინიციროთ პროექტი ოპოზიციის რაციონალურობის შესწავლასთან დაკავშირებით appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...