- Advertisement -

ოხანაშვილი: “ნაცმოძრაობა” მმართველობის დროს, ხალხზე ზრუნვის ნაცვლად, პოლიტიკურ ქულებს იწერდა

336

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანრი ოხანაშვილის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ნებისმიერი ქმედების დროს, მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, ისინი ხალხზე ზრუნვის ნაცვლად, მხოლოდ პოლიტიკურ ქულებს იწერდნენ.

„ნაციონალური მოძრაობას“ სურს მხოლოდ პოლიტიკური ქულების ჩაწერა. ასე იყო მათი მმართველობის პერიოდში, როცა ისინი არა ქართულ საზოგაოდებაზე ზრუნვით გამოირჩეოდნენ, ისინი გამოირჩეოდნენ იმით, როგორ ჩაეწრათ პოლიტიური ქულები, როგორ მოეხდინათ ამომრჩევლის დაშინება, შანტაჟი, იმისათვის, რომ მიეღწიათ გამარჯვებისთვის, ვითომ გამარჯვებას ქართველი ხალხის ხარჯზე“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში. 

Comments
Loading...