- Advertisement -

ოხანაშვილი ფილმ and then we danced-ზე: ჩვენთვის გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია

27

როგორც ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია საზოგადოებაში არ მოხდეს რაიმე ფორმის ისეთი საკითხებით მანიპულირება და დემონსტრირება, რომელიც საზოგადოების მასობრივ აღშფოთებას გამოიწვევს, რაც არის ძალიან საფრთხილო.
„თუკი ვინმე რაღაც ზღვარს სცდება და რაიმე ფორმით არ არის კანონის ფარგლებში კონკრეტული საკითხები, მუქარა იქნება თუ ა.შ, ამით დაინტერესდება კონკრეტული საგამოძიებო ორგანო. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა ერთი მხრივ, უზრუნველვყოთ ბალანსი, გამოხატვის თავისუფლება, მისი დაცვა და მეორეს მხრივ, უზრუნველვყოთ ის, რომ საზოგადოებაში ვინმემ სპეციალურად, მიზანმიმართულად, განზრახ, არ შექმნას ისეთი ტალღა, რომელიც გამოიწვევს მასობრივ უკმაყოფილებას. ჩვენი ამოცანაა ამ ბალანსის შენარჩუნება, თუმცა რა თქმა უნდა, თუკი ვინმე სცდება კანონის ფარგლებს, ყველას პასუხი უნდა მოეთხოვოს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისათვის: საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოემბრიდან ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გამოჩნდება, რომელიც ქართულ-ფრანგულ-შვედური ნამუშევარია. ფილმმა უკვე მიიღო არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის ჩიკაგოს, სარაევოსა და ოდესის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა. აღნიშნული ჩვენების ჩაშლას გეგმავენ, როგორც საპატრიარქოს ნაწილი, ისე “ქართული მარშის” წარმომადგენლები, რომლებიც აანონსებენ, რომ ამ ფილმის ჩვენებას ყველა კინოთეატრში ჩაშლიან.
The post ოხანაშვილი ფილმ and then we danced-ზე: ჩვენთვის გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...