- Advertisement -

პაატა დავითაია: პირველი, ვისზეც ეჭვი შეიძლება მივიტანოთ ოკუპანტი ძალაა

701

"საქართველოს ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა დავითაია აცხადებს, რომ ბათუმში განვითარებული მოვლენები მართული ქაოსი იყო. როგორც მან რუსთავი 2-ს განუცხადა, ასეთი ქმედებები მხოლოდ შეუძლია გააკეთოს სპეცსამსახურებს. მისივე თქმით, არსებობს კითვები იმასთან დაკავშირებით ეს იყო მართული პროვოკაცია შინგნიდან თუ გარედან. 

"როცა ოპოზიცია გამოდიოდა ქუჩაში ერთი მინა, ერთი ფანჯარაც კი არ ჩამსხვრეულა, ჩვენ ვნახეთ რადიკალურად სხვა სურათი",-განაცხადა პაატა დავითაიამ. 

პაატა დავითაია მიიჩნევს, რომ მომხდარში შესაძლოა რუსული კვალი იკვეთებოდეს. 

"ძალიან ჰგავს ეს სპეცსამსახურების ნამუშევარს და რა თქმა პირველი, ვიზეც შეიძლება ეჭვი მივიტანოთ, ეს არის ოკუპანტი ძალა,“-აცხადებს პაატა დავითაია. 

Comments
Loading...