- Advertisement -

პანამის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში სამეურნეო ფეკალური წყლები ჩაღვარა

176

გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.

პანამის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში სამეურნეო ფეკალური წყლები ჩაღვარა. გემის კაპიტანს დაეკისრა საჯარიმო სანქცია 65 000 ლარის ოდენობით, რასაც დაემატა გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხა.

გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდის შემდეგ დატოვებს", ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Comments
Loading...