- Advertisement -

პაოლი ალი: საქართველოს ტერიტოირიული მთლიანობის მხადრაჭერით ჩვენ ჩვენ-ჩვენ ქვეყნებს ვიცავთ

454

„საქართველოს დაცვითა და საქართვრლოს მხარდაჭერით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერით ფაქტობრივად ჩვენ ჩვენ-ჩვენ ქვეყნებს ვიცავთ გარკვეულ წილად“, – აღნიშნულის შესახებ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ განაცხადა.

„ჩვენ აქ ვიმყოფებით ძალიან მნიშვნელოვანი სესიისათვის, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეისათვის, ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და ამავე დროს ეს დაემთხვა თქვენთან დამოუკიდებლობის აღდგენას.

გუშინ ბრიუსელში იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. ეს იყო შეხვედრა, რომელსაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ჩვენს ურთიერთობებს, მის მნიშვნელობას.

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა ახლა აქ იმყოფება იმისათვის, რომ თვალსაჩინო გახადოს და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვას სრულ მხარდაჭერას საქართველოსადმი, სრულ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას, რომელიც აღებული გვაქვს და კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ევროატლანტურ მისწრაფებას.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ ძალიან დიდი მუშაობა გასწია, ძალიან დიდი წვლილი შეიტანა უსაფრთხოების, უშიშროების კუთხით განსაკუთრებით ავღანეთში საერთაშორისო მისიების კუთხით, ეს არის მართლა ძალიან დიდი წვლილი ჯარისკაცების მხრიდან.

ჩვენ გვესმის, რომ სტაბილურობა, უსაფრთხოება, უშიშროება საქართველოსი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია საერთოდ მთელი რეგიონის სტაბილურობისათვის და ამ რეგიონის სტაბილურობას კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დასავლეთში ყველა ქვეყნისათვის, ასე რომ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს დაცვით და საქართვრლოს მხარდაჭერით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერით ფაქტობრივად ჩვენ ჩვენ-ჩვენ ქვეყნებს ვიცავთ გარკვეულ წილად, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ, აქ ჩამოვსულიყავით.

როგორც წესი, არ ხდება, რომ NATO-ს საპარლამენტო სესიები იმართება NATO-ს არაწევრ ქვეყნებში, ეს მხოლოდ მეხუთედ ხდება ისტორიაში. ასე რომ, ეს არის კიდევ ერთი გზა და საშუალება იმის სათქმელად, იმის გამოსახატად, თუ რამხელა პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ჩვენ საქართველოს რეფორმის გზაზე.

საქართველოს პოზიცია ამ გეოპოლიტიკურ გარემოში უფრო და უფრო მაღლდება, უფრო და უფრო მნიშვლეოვანი ხდება, ჩვენ სრულად მხარს ვუჭერთ თქვენს მისწრაფებას და ჩვენი აქ ყოფნა ამის კიდევ ერთი დემონსტრირებაა“, – განაცხადა პაოლო ალიმ.

Comments
Loading...