- Advertisement -

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში გიორგი ბეგაძე ირაკლი მეზურნიშილმა შეცვალა

7

ირაკლი მეზურნიშვილის კანდიდატურა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ დღევანდელ სხდომაზე წარადგინა, რომელსაც კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, როდესაც კანდიდატი საკუთარი საკითხის განხილვას არ ესწრება, ეს ნიშნავს რომ იგი პროტესტს გამოხატავს.
„მე მადლობას ვეტყვი გიორგი ბეგაძეს, იმედია, დარჩება კომიტეტში, ძალიან კარგად ასრულებდა თავის ფუნქციებს, მაგრამ როდესაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღება, კომიტეტს უნდა ჰქონდეს მეტი ინფორმაცია. როცა ადამიანი არ ესწრება თავისი საკითხის განხილვას, ეს ყოველთვის ასოცირდება პროტესტის ფორმასთან – მე ასე გავიგე, ან არ მოვიდა იმიტომ რომ ღირსად არ ჩაგვთვალა რომ აეხსნა.
ვიცი რა მისი პიროვნება, მისი საკმაოდ გაწონასწორებული, ეთიკური პოზიციები, ის ამას არ გააკეთებდა. სხვა რამესთან ხომ არ გვაქვს საქმე? არ მგონია გადატვირთული საათები ჰქონდა? თუ თქვენ იცით გვითხარით, თუ არ იცით გადავდოთ ეს საკითხი და დაველოდოთ მას“ , – ჰკითხა რომან გოცირიძემ კომიტეტის თავმჯდომარეს, რაზეც რომან კაკულიამ უპასუხა, რომ პოლიტიკური ინსინუაციები გამორიცხულია.
„რეგლამენტით არ არის გათვალისწინებული ახსნა-განმარტებების გაკეთება. ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა, თუ სურვილი აქვს თვითონ დააკონკრეტებს. ნებისმიერ პოლიტიკურ ინსინუაციას გამოვრიცხავ. მე ვესაუბრე მას, უმრავლესობის წევრები ესაუბრნენ კომიტეტიდან და გამოვრიცხეთ რა ასეთი ტიპის გადაწყვეტილება, აქედან გამომდინარე, აღარ ჩავთვალეთ საჭიროდ თემის ზედმეტი გაგრძელება. თუ რატომ არ მოვიდა – ეს მისი გადაწყვეტილებაა და თქვენი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება არ არის ჩემი ვალდებულება“ , – განაცხადა რომან კაკულიამ.
The post პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში გიორგი ბეგაძე ირაკლი მეზურნიშილმა შეცვალა appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...