- Advertisement -

პარლამენტის თავმჯდომარე დღეს გენერალური აუდიტორის კანდიდატურას დაასახელებს

324

დღეს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გენერალური აუდიტორის კანდიდატურას დაასახელებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე 6 სექტემბერს განაცხადა.

ირაკლი კობახიძის ცნობით, სავარაუდოდ, 20 სექტემბრისთვის პარლამენტი გენერალური აუდიტორის კანდიდატურას დაამტკიცებს.

"კონსტიტუციის თანახმად, პარასკევს დავასახელებ გენერალური აუდიტორის კანდიდატურას. საშუალება გვექნება 20 სექტემბრისთვის დავამტკიცოთ გენერალური აუდიტორი თანმადებობაზე",- განაცხადა კობახიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობა გენერალური აუდიტორის პოსტზე ირაკლი მექვაბიშილის კანდიდატურას წარადგენს.

აუდიტის ყოფილ ხელმძღვანელს ლაშა თორდიას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

Comments
Loading...