- Advertisement -

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს შორის შელაპარაკება მოხდა

9

​საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილ წევრს, ვატო შაქარაშვილს, რომელიც გიორგი მიქაუტაძის მოსმენას სხდომათა დარბაზში ესწრება, გიორგი მიქაუტაძესთან შეკითხვა აქვს, რომლის საშუალებაც მას არ ეძლევა.
თავდაპირველად, ვატო შაქარაშვილისთვის შეკითხვის დასმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ითხოვა, დაპირისპირება კი ლევან გოგიჩაიშვილსა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი ბერაიას შორის მოხდა.
ირაკლი ბერაიამ დამოუკიდებელ დეპუტატებს შენიშვნა მისცა, რაზეც ლევან გოგიჩაიშვილმა მას მიმართა:
“შენი დამსახურებაა, ეს ზონდერი აქ რომ ზის, თქვენ მიეცით მას ამის უფლება.”
ირაკლი ბერაია: როგორ მელაპარაკები!
ლევან გოგიჩაიშვილი: როგორც გელაპარაკები!
შეგახსენებთ, ვატო შაქარაშვილი იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დამოუკიდებელმა დეპუტატებმა შეიყვანეს, რომელსაც გიორგი მიქაუტაძისთვის შეკითხვის დასმა სურს.
The post პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს შორის შელაპარაკება მოხდა appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...