- Advertisement -

პარლამენტის სხდომა კვორუმის არ არსებობის გამო ვერ იწყება

565

კვორუმისთვის 76 დეპუტატია საჭირო თუმცა, რეგისტრაცია მხოლოდ 66-მა გაიარა. სხოდმის წამყვანმა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა მორიგი რეგისტარცია 15 წუთში დააანონსა.

დღეს პარლამენტი ე.წ მოსმენების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს.

პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ "ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ" კანონპროექტს ვეტო 20 მარტს დაადო და საკანონმდებლო ორგანოს მოტივირებული შენიშვნები გადაუგზავნა. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა არ გაიზიარა.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების თანახმად ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, ნაცვლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, უნდა განისაზღვროს, როგორც საქართველოს პრემიერმინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტის თანახმად კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელსაც ფარული მოსმენა-მიყურადების უფლებამოსილება ექნება. 

Comments
Loading...