- Advertisement -

პარლამენტი გრიგოლ ლილუაშვილის სუს-ის უფროსად დამტკიცებას კენჭს მოსმენის გარეშე უყრის

52

შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტის დღევანდელ ბიუროს სხდომაზე მიიღეს, რაც ოპოზიციამ გააპროტესტა.
როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, პარლამენტის ძალიან ბევრი წევრი მოკლებული იყო შესაძლებლობას, თუნდაც კომიტეტის ოთახის სიმცირიდან გამომდინარე, რომ სხდომას დასწრებოდა და კითხვები დაესვა. გრიგოლ ლილუაშვილთან ბევრი კითხვა ისევ არსებობს და უსამართლო იქნება, თუ მის კანდიდატურას კენჭს მოსმენის გარეშე უყრიან.
“პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყო ლილუაშვილი ჩაყენებული კომიტეტის სხდომაზე, სადაც სხვა კომიტეტებში დამკვიდრებული პრაქტიკისგან განსხვავებით, კომიტეტში ლილუაშვილს მიეცა შესაძლებლობა, რომ დაეგროვებინა 50 კითხვა, შემდეგ იყო 3 საათიანი შესვენება, ამის შემდეგ ეფექტური ჩაძიების შესაძლებლობა არ ყოფილა. ამან იგი პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენა. ამ ყველაფერის გათვალისწინებით უსამართლო იქნება თუ პლენარულ სხდომაზე არ იქნება მისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
ოპოზიციონერ კოლეგას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა უპასუხა და განმარტა, რომ კომიტეტის სხდომაზე აბსოლუტურად ყველას ჰქონდა კითხვის დასმის შესაძლებლობა, მათ შორის დაზუსტების.
„თქვენ რომ მას პოლიტიკურად მხარს არ დაუჭერთ ეს ყველასათვის ცნობილია. თქვენ თუ გინდათ რომ ერთი და იგივე კითხვა გაიმეოროთ, რაზეც პასუხი გაცემულია, ამისთვის არც დროა და არც რესურსი, რომ თქვენი პოლიტიკური ინტერესებისთვის ერთი და იგივე კითხვები ორ ადგილას ვისმინოთ და პასუხებიც. ლოგიკურია რომ პირდაპირ დავაყენოთ კენჭისყრაზე“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
The post პარლამენტი გრიგოლ ლილუაშვილის სუს-ის უფროსად დამტკიცებას კენჭს მოსმენის გარეშე უყრის appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...