- Advertisement -

პარლამენტმა ბექა ნაცვლიშვილის კანონპროექტი ჩააგდო

20

კენჭისყრამდე ბექა ნაცვლიშვილმა კანონპროექტი წარადგინა, რის გამოც მას და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
კამათი შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს უკავშირდებოდა. აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორი ბექა ნაცვლიშვილია, რომლის მხარდაჭერისკენ მან მმართველი გუნდის დეპუტატებს ტრიბუნიდან მოუწოდა, რის საპასუხოდ აკაკი ზოიძემ აღნიშნა, რომ მშრომელების უფლებების დასაცავად მმართველი გუნდიც აქტიურად მუშაობს.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ამ განცხადების გამო, ბექა ნაცვლიშვილმა აკაკი ზოიძეს დემაგოგი უწოდა. ურთიერთბრალდებები საბოლოოდ სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
აკაკი ზოიძემ დამოუკიდებელ დეპუტატს “ტროცკისტი” უწოდა.
“კარგი კანონი რაც არის, რაც სხვას შემოაქვს, თქვენ ამას, აგდებთ, რაღაც სისულელეს წერთ შიგნით, იმიტომ რომ ბიზნესს ხშირ შემთხვევაში ვერ უწევთ წინააღმდეგობას.
აუარესებთ მშრომელთა მდგომარეობას ამ კანონებით… ეს არის თქვენი პრობლემა, ამიტომ ვერ მოგვარდა დასაქმებულების მდგომარეობა საქართველოში.”,მიმართა ბექა ნაცვლიშვილმა აკაკი ზოიძეს.
The post პარლამენტმა ბექა ნაცვლიშვილის კანონპროექტი ჩააგდო appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...