- Advertisement -

პარლამენტმა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვა კიდევ 1 თვით გადაწია

261

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა კიდევ ერთი თვით გადაიდოს.
აღნიშნული ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ დააყენა.

მისი თქმით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით დაპირისპირების საკმაოდ მძლავრი ტალღა შეიქმნა და ამ ფონზე ამ კანონპროექტის განხილვა მიზანშეწონილი არ არის.

„ვატყობთ, რომ ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ეს რადიკალიზაცია კიდევ უფრო გააღრმავა. დაპირისპირების საკმაოდ მძლავრი ტალღა შეიქმნა. დღეს რამდენიმე განცხადება მოვისმინე იმის თაობაზე, რომ თითქოს ეს ფატალური შედეგი კანონის მიუღებლობით არის განპირობებული, რაც სიმართლიდან ძალიან შორს არის. აქედან გამომდინარე ვთხოვ ინიციატორებს, იქნებ გადავწყვიტოთ კიდევ ერთხელ, არ შეიძლება დაპირისპირების ასეთი ხარისხის დროს კანონზე მსჯელობის დაწყება და კიდევ ერთი თვით საკონსულტაციოდ გავაგრძელოთ ვადა კანონის განხილვისათვის“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

Comments
Loading...