- Advertisement -

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტი პირველი მოსმენით მიიღო

294

საკანონმდებლო ორგანოში აკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი უყარეს. დეპუტატებმა ცვლილებები 115 ხმით 0-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღეს.

კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიებს ერთჯერადად მიეცემათ საარჩევნო ბლოკების შექმნის უფლება. ასევე, გაუქმდება ე.წ. ბონუსის სისტემა.

ასევე, დაზუსტდება რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების შეზღუდვის კონსტიტუციური საფუძვლები, საიდანაც ამოღებული იქნება "სახელმწიფო უსაფრთხოება", "დანაშაულის თავიდან აცილება" და "მართლმსაჯულების განხორციელება".

ამასთან, ცვლილებები შევა საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებში, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის კონსტიტუციურობის განხილვას ეხება. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება არაკონსტიტუციურად სცნოს არჩევნებამდე 15-თვიან პერიოდში მიღებული საარჩევნო ნორმები, ნაცვლად 12-თვიანი პერიოდისა.

Comments
Loading...