- Advertisement -

პარლამენტმა საფინანსო სექტორის ზედამხედველობა ეროვნულ ბანკს დაუბრუნა

561

 

პარლამენტმა მესამე მოსმენით მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი 83 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მიიღო. ცვლილების თანახმად საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია კვლავ ეროვნულ ბანკს უბრუნდება. საკითხი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა.

აღნიშნული ცვლილებებით კანონიდან ყველა ის ნორმა ამოიღეს, რომლის მიხედვითაც საფინანსო სექტორის ზედამხედველობა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უნდა განეხორციელებინა.

ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს არც ერთი დღე არ უფუნქციონირია, რადგან ცვლილებები, რომელიც კანონში დაახლოებით წელიწადნახევრის წინ შევიდა, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა.

Comments
Loading...