- Advertisement -

პარლამენტმა საქართველოს პრემიერმინისტრად მამუკა ბახტაძე აირჩია

308

99 მომხრე , 6 წინააღმდეგი – პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე გახდა; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – გიორგი ჩერქეზიშვილი; საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი; შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია; ფინანსთა მინისტრი – ნიკოლოზ გაგუა; განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი – სოზარ სუბარი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი; კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ გიორგაძე; თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია; იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი; სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი – კახა კახიშვილი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – ქეთევან ციხელაშვილი.

ცნობისთვის, მამუკა ბახტაძემ 14 სამინისტროს 11-მდე შმეცირება დაანონსა.

საკანონმდებლო ორგანოში მოხდება კანონპროექტის ინიცირება სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით. პარლამენტის მიერ სამინისტროების შემცირებაზე კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ, მამუკა ბახტაძე საკანონმდებლო ორგანოს მთავრობის ახალ შემადგენლობას წარუდგენს ნდობის გამოსაცხადებლად. ბახტაძე ამბობს, რომ განახლებულ მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეები იქნებიან.

Comments
Loading...