- Advertisement -

პარლამენტმა სტიქიის ზონაში სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ დადგენილება მიიღო

392

პარლამენტმა სამხედრო ძალის გამოყენების შესახებ დადგენილება მიიღო. 116-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა სტიქიის ზონაში სამხედრო ძალების ჩართვას. მეხანძრე -მაშველებს ცეცხლის ჩაქრობის პროცესში მალე სამხედროები დაეხმარებიან. ხანძრის ლოკალიზების პროცესში გამოყენებული იქნება სამხედრო ტექნიკაც.

სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით, პრემიერმა საქართველოს პრეზიდენტს გუშინ მიმართა. რის გამოც, დღეს დეპუტატები ქუთაისში რიგგარეშე სესიაზე შეიკრიბნენ.

მთელი ღამის მანძილზე ბორჯომის ხეობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.

შეუჩერებლად მუშაობდა მძიმე ტექნიკა. დილიდან მუშაობა განაახლა ხუთმა ვერტმფრენმა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთო თურქული მხარის მიერ გამოგზავნილი თვითმფრინავი. სტიქიის ზონაში იმყოფება 95 მეხანძრე-მაშველი აზერბაიჯანიდან და 70-მდე სომხეთიდან. ისინი ქართველ მეხანძრე-მაშველებს ეხმარებიან, ხანძრის ლიკვიდაციაში. აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან გამოიგზავნა მძიმე ტექნიკაც.

Comments
Loading...