- Advertisement -

პარლამენტმა “ფარულ მოსმენებზე” კანონპროექტი დაამტკიცა

573

 

პარლამენტმა "ფარულ მოსმენებთან" დაკავშირებით კანონპროექტი დაამტკიცა. დეპუტატებმა კენჭი "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ კანონპროექტს და მის თანმდევ ცვლილებათა პაკეთებს უყარეს.

ცვლილების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო. სააგენტოს უფროსს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერმინისტრი. სააგენტოს უფროსის კანდიდატი შეირჩევა სპეციალური კომისიის მიერ, რომელიც შედგება შვიდი წევრისგან. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში შედიან: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი – კომისიის თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; სახალხო დამცველი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი.

Comments
Loading...