- Advertisement -

პარლამენტმა ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა

199

პარლამენტმა ხორავას ქუჩაზე 2 არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა.
კომისია 17 წევრისგან დაკომპლექტდა. კომისიის უმრავლესობას საპარლამენტო უმცირესობა წარმოადგენს.

საპარლამენტო უმცირესობიდან კომისიის შემადგენლობაში იქნებიან – ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ირაკლი აბესაძე, სერგო რატიანი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, გიორგი ბოკერია და ირმა ნადირაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობიდან – არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელია, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი და სოფიო კილაძე.

"საქართველოს პატრიოტებიდან" – ადა მარშანია.

დამოუკიდებელი დეპუტატი – სალომე ზურაბიშვილი.

კომისიის თავმჯდომარედ 2 კანდიდატი იყო წარდგენილი, "საქართველოს პატრიოტების" წევრი ადა მარშანია და "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე.

პარლამენტმა კომისიის თავმჯდომარედ სერგი კაპანაძე აირჩია. 

Comments
Loading...