- Advertisement -

პარლამენტში ანაკლიის პორტის პროექტის თემაზე დღეს შეხვედრა გაიმართება

5

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, აღნიშნული შეხვედრა საქართველოს პარლამენტში ღია ფორმატით ჩატარდება.
შეხვედრის ინიციატორები დეპუტატები: ლევან კობერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე და კობა ნარჩემაშვილი არიან.
საქართველოს პარლამენტში, ანაკლიის პორტის საკითხის განხილვას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი არ დაესწრება.
მაია ცქიტიშვილის თქმით, საკითხთან დაკავშირებით დეპუტატებს ამომწურავი ინფორმაცია მან ბოლო თვეების განმავლობაში, სხვადასხვა ფორმატში, სამჯერ მიაწოდა.
The post პარლამენტში ანაკლიის პორტის პროექტის თემაზე დღეს შეხვედრა გაიმართება appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...