- Advertisement -

პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანელის მოსმენა დახურულ რეჟიმში გაგრძელდება

520

პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტნგ გომელაურის მოსმენა დახურულ რეჟიმში გაგრძელდება.

ვახტანგ გომელაურმა 2016 წლის ანგარიში წარადგინა. ანგარიშის წარგდენის შემდეგ კი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ დააყენა საკითხი, რომ გომელაურის მოსმენა დახურულ რეჟიმში გაგრძელებულიყო.

სხდომის დახურვას დეპუტატებმა კენჭი უყარეს. სხდომის დახურვის თაობაზე გადაწყვეტილებას 99 დეპუტატმა 16-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.

Comments
Loading...