- Advertisement -

პატარაძე ბათუმში გაჩენილ ხანძარზე : ყველა ზომებს მივიღებთ იმისთვის, რომ დამნაშავეები დაისაჯონ

380

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმში გაჩენილ ხანძარს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია და უმკაცრესი რეაგირება იქნება.

"გამოძიება დაწყებულია, მაგრამ მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ უმკაცრესი რეაგირება იქნება. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და ჩვენ ვიმსჯელებთან შედეგების მიხედვით. მაგრამ, დამერწმუნეთ ჩვენ მივიღებთ ყველა ზომებს იმისთვის, რომ ყველა დამნაშავე დაისაჯოს",-განაცხადა პატარაძემ.

ცნობისთვის, წინასწარი ინფორმაციით, ბათუმში ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 15 საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შსს-მ ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის ფაქტზე გამოძიებას მუხლი შეუცვალა და სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით დაიწო. 

Comments
Loading...