- Advertisement -

“პატრიოტთა ალიანსის” პირველი საპროტესტო აქცია 17 ნოემბერს ჩატარდება

5

როგორც “პატრიოტთა ალიანსის” ერთერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, პირველი საპროტესტო აქცია ჩატარდება კვირას, 17 ნოემბერს, საღამოს 5 საათზე, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე.
“მოვუწოდებ ყველას, ჩვენს მხარდამჭერებს, მშვიდად ვიმოქმედოთ, მოვიკრიბოთ ძალები, გავერთიანდეთ. “ქართული ოცნება” 7 წელია ატყუებს ხალხს და ჰპირდება, რომ გააუქმებს მაჟორიტარულ ოლქებს, დღევანდელი კენჭისყრა ამ ტყუილის მწვერვალი და ხილული მაგალითია. ხელისუფლებამ დღევანდელი ნაბიჯით განახორციელა ხელისუფლების უზურპაცია. ხელისუფლების მიტაცების პროცესი დაწყებულია. კრიზისებს თვითონ იწვევენ და ქვეყანაში ქაოტურ მდგომარეობას ქმნიან. ამ ვითარებაში გადავდივართ უწყვეტ საპროტესტო აქციებზე. ვიწყებთ საპროტესტო აქციებს”- განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მისი განცხადებით, საქართველოში 7 საარჩევნო ოლქია და მოსახლეობამ იცის, რომ 73-ვე ოლქში “ქართულმა ოცნებამ” გამარჯვება დაუწერა მხოლოდ საკუთარ მაჟორიტარ დეპუტატებს.
“არცერთ ოლქში “ქართულმა ოცნებამ” სახვა პარტიების კანდიდატების გამარჯვება არ დაუშვა. პირადად მე გაყალბების გზით კარგად იცით, რომ ორჯერ წამართვეს გამარჯვება საგარეჯოს არჩევნებში. სხვათაშორის, საგარეჯოში მოსახლოებას დღესაც მე ვგონივარ მათი მაჟორიტარი დეპუტატი. ჩვენ ვაცნობიერებთ რა პროცესი და კრიზისი ვითარდება ქვეყანაში და მოსახლეობას კარგად ესმის რომ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს ყველა ხელისუფლება საქართველოში იყენებდა არჩევნების გასაყალბებლად და ხელისუფლების მისატაცებლად. გამონაკლისი არც “ქართული ოცნებაა”. 7 წელია ატყუებს ხალხს და ჰპირდება, რომ გააუქმებს მაჟორიტარულ ოლქებს, დღევანდელი კენჭისყრა ამ ტყუილის მწვერვალი და ხილული მაგალითია. ხელისუფლებამ დღევანდელი ნაბიჯით განახორციელა ხელისუფლების უზურპაცია. ხელისუფლების პროცესი დაწყებულია. კრიზისებს თვითონ იწვევენ და ქვეყანაში ქაოტურ მდგომარეობას ქმნიან”-განაცხადა ირმა ინაშვილმა.
The post “პატრიოტთა ალიანსის” პირველი საპროტესტო აქცია 17 ნოემბერს ჩატარდება appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...