- Advertisement -

“პატრიოტთა ალიანსის” წევრები მოსკოვში გაემგზავრნენ

324

"პატრიოტთა ალიანსის" წევრები ადა მარშანია და ნატო ჩხეიძე და გიორგი ლომია მოსკოვში გაემგზავრნენ, რომლებიც შეხვედრას რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებთან და ფედერაციის საბჭოს დეპუტატებთან გეგმავენ

"მივემგზავრებით მხოლოდ ქალაქ მოსკოვში. დელეგაციის შემადგენლობა იგივეა, რაც იყო პირველი ვიზიტის დროს. მთავარი სასაუბრო თემა, სადაც არ უნდა ჩავიდეთ და რასაკვირველია, პირველ რიგში მოსკოვში, იქნება ჩვენი ტერიტორიები, ჩვენი სოხუმი, ჩვენი ცხინვალი და ჩვენი ქვეყნის გამთლიანების უმძიმესი საკითხი", – განაცხადა ადა მარშანიამ.

მოსკოვში "პატრიოტთა ალიანსი" უკვე მეორედ მიემგზავრება. 11 ივლისს "პატრიოტთა ალიანსის" წევრები მოსკოვში დუმის დეპუტატებს შეხვდნენ.

Comments
Loading...