- Advertisement -

“პატრიოტთა ალიანსი” პარლამენტში ჩავარდნილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ხელახალ ინიცირებას აპირებს

2

“​შექმნილ კრიზისულ ვითარებაშიც კი, უმრავლესობას შეუძლია ვითარების გამოსწორება. შეუძლია ცვლილება განახორციელოს ჩავარდნილ კანონპროექტში და თავიდან შემოიტანოს პარლამენტში. არ ვიცი, რაზე მსჯელობენ ისინი, მაგრამ როგორც სჩანს, ამას არ გააკეთებენ. ამიტომ, ჩვენ ხვალ პარლამენტში შევიტანთ იგივე კანონპროექტს მცირედი ცვლილებით. მცირედი ცვლილებით წარდგენის უფლება ჩვენ გვაქვს. მაგალითად, ბუნებრივი ბარიერი 0,67%-ით შეიცვლება ბუნებრივი ბარიერით – 0, 07 %. აი, ამ ცვლილებით შევიტანთ ხვალვე. თუკი გაიაზრებენ, რა მნიშვნელობა აქვს ჩვენს მიერ შეთავაზებულ წინადადებას, დაჩქარებული წესით მიიღონ ეს ინიციატივა” განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ამასთან, ირმა ინაშვილმა აღნიშნა, რომ დაწყებულია აზრთა მიმოცვლა პოლიტიკურ სპექტრში, ყველა პარტია გადასულია საპროტესტო რეჟიმზე და აუცილებელია, რომ ჩამოყალიბება მოხდეს ერთიან სქემაზე.
“ჩვენ ამ ქვეყანაში ვითხოვთ სამართლიან არჩევნებს და დღევანდელი გადაწყვეტილებით, ხელისუფლებამ ქართველ ხალხს სამართლიანი არჩევნების უფლება წაართვა, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ. ეს აქციები დამთავრდება იმით, რომ გადადგება “ქართული ოცნება”. ქართველ ხალხთან ერთად ჩვენ გადავაყენებთ ხელისუფლებას. პერსონალური პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა. ვერ ასცდება ამას ბიძინა ივანიშვილი, როგორც “ქართული ოცნების” თავმჯდომარე და ამ პარტიის პოლიტიკური ელიტა”-განაცხადა ირმა ინაშვილმა.
შეგახსენებთ: დღეს, 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგი იყო.
ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეოებისაგან თავი შეიკავა.
The post “პატრიოტთა ალიანსი” პარლამენტში ჩავარდნილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ხელახალ ინიცირებას აპირებს appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...