- Advertisement -

“პატრიოტთა ალიანსი”-ს თბილისის მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი იქნება

448

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"-ს თბილისის მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი იქნება, – ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე, პარტიის ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა განაცხადა.

"არჩევნები ჩაივლის მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე. ამის ორგანიზატორი, იქნება "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" და საჭიროს ფიგურა, რომელიც შეძლებს პოლიტიკურ პროცესად აქციოს ეს არჩევნები. ასეთი ფიგურა არის ირმა ინაშვილი.

ირმა ინაშვილი იქნება ჩვენი კანდიდატი, ეს არის მებრძოლი და ძალიან პრინციპული ადამიანი და სულ სხვა სულისკვეთებას შესძენს თვითმმართველობის არჩევნებს", – განაცხდა თარხან- მოურავმა.

ცნობისთვის, ირმა ინაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადილე და "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"-ს გენერალური მდივანია. 

Comments
Loading...