- Advertisement -

პეკინის გამზირი, სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების გამო, 3 თვით გადაიკეტება

1,150

თბილისში, საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირზე სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, რის გამოც გამზირი 3 თვით გადაიკეტება.

როგორც "აიპრესს" თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განუცხადეს, პეკინის გამზირი ივნისის დასაწყიიდან გადაიკეტება.

"ზაფხულის პერიოდში, სასწავლო წლის დასრულების შემდეგ, როდესაც შედარებით თავისუფალი იქნება ქალაქში მოძრაობა, პეკინის გამზირის სრული რეაბილიტაცია 60 წელია არ განხორციელებულა.

თბილისის მერია ზაფხულიდან სრულ რეაბილიტაციას იწყებს, რასაც 3 თვე დასჭირდება. სამუშოების სექტემბრის დასაწყისში, 15 სექტემბრამდე დასრულდება.

პროექტის ღირებულება დაახლოებით 2 მილიონი ლარი იქნება", – განაცხადეს თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში. 

Comments
Loading...