- Advertisement -

პენიტენციურ დაწესებულებებში სააღდგომო ამანათების მიღება მიმდინარეობს

557

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულების/მსჯავრდებულებისთვის, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღება მიმდინარეობს.

როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროდან იუწყებიან, კანონით დადგენილი წესით, ამანათებს ყველა პენიტენციური დაწესებულება იღებს – 13-14 აპრილს 09:00 საათიდან 19:00 საათამდე და 15 აპრილს 09:00 საათიდან 15:00 საათამდე.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში განმარტავენ, რომ სამინისტრო ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს.

Comments
Loading...