- Advertisement -

პეტრე ცისკარიშვილი: დებატებისგან თავის არიდება ნიშნავს, რომ უმრავლესობას დისკუსია არ უნდა

552

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პეტრე ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ პეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა პარლამენტში დებატების ფორმატში უნდა წარიმართოს. ამის შესახებ ცისკარიშვილმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა.

"დებატები აუცილებლად უნდა იყოს. სწორედ ამას ითვალისწინებს ფორმატი უკვე ტრადიცილულად. პარლამენტიც ის ადგილია, სადაც პოლიტიკური დისკუსია უნდა გაიმართოს. ამისგგან თავის აცილება მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ უმრავლესობას არ სურს ამ დისკუსიაში შემოსვლა.

ძალიან ბევრი საკითხი დაგროვდა. კონსტიტუციური ცვლილებებიდან დაწყებული, "გაზპრომის" თემით დამთავრებული. უბრალოდ, ამ საკითხებისგან თავის არიდება უნდათ იმიტომ, რომ პასუხები არ აქვთ",- განაცხადა ცისკარიშვილმა. 

Comments
Loading...