- Advertisement -

პირველად საქართველოში შვეულმფრენის პილოტების მომზადება დაიწყო

545

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის პროფესიული TVET პროგრამების განვითარება“ პროექტის ფარგლებში საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით კონფერენცია გამართა. როგორც განათლების სამინისტროში განმარტავენ, კონფერენციის მიზანს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის პროფესიული TVET პროგრამების განვითარება და ბიზნეს სექტორისთვის პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის შესაძლებლობების გაცნობა წარმოადგენდა.

კონფერენციაზე საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა განახლებული პროფესიები წარმოდგინა, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული მეორე კომპაქტის ფარგლებში.

პროექტის ფარგლებში საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი 2017 წლის სექტემბრიდან განახორციელებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს შემდეგი მიმართულებით: კომერციული პილოტი, საჰაერო ხომალდების და საავიაციო ძრავების მომსახურების ავიატექნიკოსი(B1) და საჰაერო ხომალდების ავიონიკის მომსახურების ავიატექნიკოსი (B2). რის შედეგადაც, მოხდება შვეულმფრენის პილოტთა პრაქტიკული მომზადებისთვის საჭირო საფრენოსნო სიმულატორის შეძენა, შეიქმნება სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა B1/B2 მიმართულების ავიატექნიკოსთა პრაქტიკული მომზადებისათვის. მასწავლებლები და ინსტრუქტორები გადამზადდებიან ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) რეგულაციების მოთხოვნების შესაბამისად.

Comments
Loading...