- Advertisement -

პირი, რომელიც შენგენის ზონაში ყოფნის წესს დაარღვევს, დეპორტაციის გარდა, 3000 ევროთი დაჯარიმდება

622

საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, პირი, რომელიც შენგენის ზონაში ყოფნის წესს დაარღვევს, დეპორტაციის გარდა, 3000 ევროთი დაჯარიმდება

მინისტრის თქმით, ჯარიმა ეკისრებათ იმ შემთხვევაში, თუ დაირღვევა ვადები, თუ მოხდება უვიზო რეჟიმის გამოყენება არადანიშნულებისამებრ.
“ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეული მოქალაქე გაუფრთხილდეს ვადებს. თუ დაირღვევა ვადები და მოხდება დეპორტაცია, ამ შემთხვევაში პირს აეკრძალება 5 წლის ვადით შენგენის ზონაში დაბრუნება.

ეს დიდი სასჯელია, როგორც ფინანსური, ასევე იმ თვალსაზრისით. ვერ დაბრუნდები ევროკავშირში და შენგენის ზონაში. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, ყველამ კარგად გაითავისოს ეს რისკები და ისარგებლოს იმ ვადით, რა ვადაც არის დაშვებული მოკლევადიანი ვიზიტებისთვის”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

Comments
Loading...