- Advertisement -

პოლიტიკური პარტიები პარლამენტთან აქციას მსვლელობებით უერთდებიან

11

“ევროპული საქართველო” პარლამენტისკენ ოპერის ტეროტორიიდან დაიძრა “ნაციონალური მოძრაობა” – პუშკინის სკვერიდან.
ამასთან, მსვლელობას გამართა “ლელომაც”. ისინი აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირის ნაწილი ჯებირებით არის გადაკეტილი და ადგილზე კარვებია გაშლილი. აქციის მონაწილეები და პოლიტიკოსები დაშლას არ აპირებენ და პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.
აქციის მონაწილეების ნაწილმა ღამე ღია ცის ქვეშ გაათია. პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები ჩააგდო. ამის საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მასშტაბური აქციები დაანონსდა.
აქციის მონაწილეები, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილს საკონსტიტუციო კანონპროექტის ჩავარდნაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ არ დაიშლებიან. საპროტესტო აქციას სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები შეუერთდნენ.

Comments
Loading...