პოლიციამ საბურთალოზე უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო – დაკავებულია 1  პირი

10

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის
საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს
დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.შ. ცეცხლსასროლი იარაღის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, ე.შ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, მაკაროვის
კონსტრუქციის პისტოლეტი და 8 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე
მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით”, –  ნათქვამია უწყების განცხადებაში.

Comments
Loading...