- Advertisement -

პოლონეთის პრეზიდენტი: ვაფასებ საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისა და NATO-სკენ

506

ვაფასებ საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისკენ და ნატოსკენ – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გიოეგი მარგვეაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ანდჟეი დუდამ საქართველო პოლონეთის ურთიერთობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ორ ქვეყანას დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს.

მისი თქმით, პოლონეთის ექსპრეზიდენტს ლეხ კაჩინსკის საქართველოსადმი ძალიან დადებითი დამოკიდებულებაზ ჰქონდა და მისი სტრატეგიული მნიშვნელობა კარგად ესმოდა.

„ვაფასებ საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისკენ , ნატოსკენ და როდესაც კრიტიკული მომენტი დადგა 2008 წელს, თავს დაესხა რუსეთი საქართველოს, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის არც კი უყოყმანია, ის მაშინვე ჩამოვიდა ცენტრალური ევროპის ლიდერებთან ერთად თბილისში,“ – განაცხადა ანდჟეი დუდამ.

Comments
Loading...