- Advertisement -

პოროშენკო: სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი საქართველოს მთავრობის მოთხოვნაზეა დამოკიდებული

443

უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ესსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხი საქართველოს მთავრობის მოთხოვნაზეა დამოკიდებული. ამის შესახებ მან პრეზიდნეტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ეფექტური კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს მთავრობასთან, მაგრამ ექსტრადირების შესახებ მოთხოვნა არ მიგვიღია. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი არ განგვიხილავს. სამწუხაროდ, მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია. უკრაინელი და ქართველი ხალხი ძალიან გაერთიანებულია ამ მომენტში. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ არავის და არაფერს შეუძლია მათი გაყოფა",- განაცხადა პოროშენკომ.

Comments
Loading...