- Advertisement -

პრეზიდენტი:რა გინდათ, პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ ერთი ხმით ილაპარაკონ?

472

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოება, სადაც ყველა ერთ აზრზეა, ტრაგიკულია. ამის შესახებ ქუთაისში აკაკი წერეთელის სახელობის უნივერსიტეტში კამპანია #კონსტიტუციაყველასია ფარგლებში საზოგადოებასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

"ვკითხულობ, რა გინდათ პრეზიდენტმა, პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ერთი ხმით ილაპარაკონ?! ასეთი საზოგადოება ტრაგიკულია, სადაც ყველა ერთ აზრზეა.

რატომ გინდათ ყველა ერთ აზრზე იყოს და დალაგდეს… უფრო ჯანმრთელი არ არის როცა კრიტიკის საშუალება გვაქვს. ამას ვეუნები საპარლამენტო უმრავლესობასაც, რატომ გაბრაზებთ განსხვავებულია აზრი? მეკამათე!", – განაცხადა პრეზიდენტმა. 

Comments
Loading...