- Advertisement -

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ლატვიის პრეზიდენტის ოფიციალური მიღება დაიწყო

619

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ლატვიის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი იმყოფება. ის საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია, საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტების როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები.

რაიმონდს ვეიონისი ვიზიტის ფარგლებში გორსაც ეწვევა.

ლატვიის პრეზიდენტი საქართველოში 3 დღიანი ვიზიტით იმყოფება. 

Comments
Loading...